თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 13 მარტს, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე („ფრესკოს“ მიმდებარედ) ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
„კონსტანტინე ლესელიძის (VI – VIII მიკრორაიონების გამყოფ) ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ორი ქუჩის სანიაღვრე სისტემა ერთმანეთთან დაერთდება.
დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.