დარწმუნებული ვარ, თუ ამ ეპიდსიტუაციით გავივლით მარტსა და აპრილს, დიდი ალბათობით, პანდემიის მესამე ტალღას ავცდებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილური ხდება.
„დღესაც შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია. 14 000 ტესტის ფონზე გვაქვს 159 ახალი შემთხვევა. უკვე კარგა ხანია, დადებითობის მაჩვენებელი მერყეობს 1%-სა და 1.1%-ს შორის. ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 1.53%-ია. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ გავთამამდებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია არის, შემსუბუქებები მიდის, მაგრამ ნუ გავთამამადებით. ყველას გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია, ნუ შევიკრიბებით ბევრი ხალხი და დარწმუნებული ვარ, თუ ამ ეპიდსიტუაციით გავივლით მარტსა და აპრილს, მაშინ, დიდი ალბათობით, პანდემიის მესამე ტალღას ავცდებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.