დედაქალაქში მოძრავი N6 და N20 ავტობუსები დღეიდან ახალი მოდელებით შეიცვლება.
თბილისის მერიის ცნობით, N6 მარშრუტზე 12-მეტრიანი, BMC-ის მარკის შვიდი ახალი ავტობუსი იმოძრავებს.
„რაც შეეხება N20-ს, აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, რომლებიც აქამდე N37-ს ემსახურებოდა. N37 მარშრუტს კი ახალი, BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ათი ერთეული ავტობუსი მოემსახურება.
სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მოძველებული სატრანსპორტო საშუალებები ეტაპობრივად, ახალი მოდელებით იცვლება. მიმდინარე წელს ახალი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N3, N23, N32, N43, N46, N52, N70, N72, N79, N94, N121 და N345 საავტობუსე ხაზებზე“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დედაქალაქის ავტოპარკი ჯამში 597 ავტობუსით განახლდა.