ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა.
ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, აირჩიონ სასურველი დღე, საათი და სამედიცინო დაწესებულება, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებენ. ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.