განათლებისა სამინისტროდან კულტურისა და სპორტის გამოყოფას საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 79 დეპუტატმა 0-ის წინააღმდეგ დაუჭირა. აღდგენილი კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსების შესახებ კანონი ორ ჩანაწერს აკეთებს, კერძოდ, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 1.8-მილიარდიანი ბიუჯეტი გაიყოფა ორ მიმართულებად. მიმართულებები და პროგრამები, რომლებიც განათლების სამინისტროდან გადის, ბიუჯეტით განსაზღვრულ დაფინანსებასაც გაიყოლებს. ამ პროგრამების მოცულობა...
დადგება თუ არა დღის წესრიგში აჭარის უმაღლესი საბჭოს  ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი, დედაქალაქში მიმდინარე მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება შედგება შესაძლოა, მანდატების გაუქმების საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნას. თუმცა, პროცესი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თბილისსა და ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრების გამო კანონით გათვალისწინებულ 15 დღიან ვადას ისინი...
200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 197 502 განაცხადია დარეგისტრირებული. შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, მარტში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს....
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მართვისთვის შექმნილია ორი ა(ი)პი. მათგან ა(ა)იპი „ძნწაღიკ“ მხოლოდ ერთ ბაღს მართავს. ამის შესახებ საუბარია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში. "ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების მართვას ახორციელებს 2 ა(ა)იპ - ა(ა)იპ „წიწერნაკ“ და ა(ა)იპ „ძნწაღიკ“. 2018-2019 წლებში ა(ა)იპების დაფინანსებაზე მუნიციპალიტეტმა დახარჯა 943.2 ათასი ლარი. ორივე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 128 თანამშრომელი. ა(ა)იპ „წიწერნაკში“ გაერთიანებულია 11 ბაღი, მათ შორის 2...
ნინოწმინდის სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებაში, რომელსაც ბავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულებით უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა ევალება, კომპიუტერების  და კულინარიის შემსწავლელი წრეები შესაბამისი ინვენტარის გარეშე ფუნქციონირებენ. ამის შესახებ საუბარია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში. დოკუმენტის თანახმად, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ის დაფინანსებისათვის სულ დახარჯულია 112.0 ათასი ლარი. ა(ა)იპ − ში შექმნილია 15 სხვადასხვა მიმართულების წრე, მათ შორის, ერთი – კულინარიის და ორი – კომპიუტერის...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლებს ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში ამოეწურათ, 19 წარმომადგენლიდან, ნაწილს ახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმეს, ნაწილი კი სხვა პოზიციაზე დაასაქმეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სოფელ ფერსის წარმომადგენელი, გიორგი ბლიაძე ერთ–ერთია, რომელთანაც ვადის ამოწურვის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა ახალი ხელშეკრულება აღარ გააფორმა. სვირის თემის წარმომადგენელი, ბორის შუბითიძე ახლად დანიშნული წარმომადგენლის მოადგილედ გადავიდა, ხოლო აწყურის რწმუნებულმა, რომან გორგაძემ, სამსახურიდან წასვლის შესახებ...
ნინოწმინდის მერია საწვავს ყიდულობდა იმაზე ძვირად, ვიდრე შპს „ვისოლ ჯგუფი“ ოფიციალურად და დოკუმენტურად დადასტურებულად სთავაზობდა სხვა მუნიციპალიტეტს. ამის შესახებ საუბარია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში. კანონით, სახელმწიფო უწყებებმა საწვავი კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან უნდა შეისყიდონ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული კომპანიის ავტოგასამართი სადგური მუნიციპალიტეტთან 14 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული, უწყებას უფლება აქვს საწვავი სხვა მომწოდებლისგან, შესაბამისი ბაზრის კვლევის ჩატარებისა...
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მერია აუდიტის სამსახურის დასკვნებს არ აწვდის. მერიაში კი აცხადებებ, რომ შიდა აუდიტის დასკვნები საჯარო არ არის. "მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ შიდა აუდიტის დასკვნა საბინაო სამსახურში არსებულ კორუფციაზე, 10 თებერვალს მოვმართეთ მერიას და მოვითხოვეთ ყველა სამსახურის დასკვნა. ერთ თვეზე მეტია ქალაქის მერი გვიმალავს ინფორმაციას. ჩვენ...
მკვლევარი: ანა მარგველაშვილი (სათემო განვითარების ცენტრი) კვლევის ასისტენტი: ირაკლი ირემაძე (სათემო განვითარების ცენტრი) კვლევის კონსულტანტები: იაგო კაჭკაჭიშვილი (თსუ, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტის დირექტორი), ბესო სულაბერიძე (კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი), დავით ლოსაბერიძე (ისტორიკოსი, თვითმმართველობის საკითხების ექსპერტი), ნინო ვასაძე (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი). კვლევა განხორციელდა სათემო განვითარების ცენტრის (CDC) მიერ 2019-2020 წლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და ღია...
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრის მშენებლობაზე, სოფლის ამბულატორიის მოწყობასა და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე 1,2 მლნ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულდა, თუმცა, აქტივების მართვის ხარვეზების გამო უფუნქციოა. ამის შესახებ საუბარია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში. აუდიტის სამსახურის მონაცემებით: 2019 წელს 153 ათასი ლარი დაიხარჯა ნინოწმინდაში აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოებზე. სამუშაოები მუნიციპალიტეტმა 2019 წლის ოქტომბერში ჩაიბარა, თუმცა დახურულია და არ ფუნქციონირებს. "პასუხისმგებელი...
video
12 მარტს გაიმართა ურბანული კვლევების ცენტრის (URC) დისკუსია თემაზე "ურბანულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები". ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა კვლევითი დოკუმენტის - „ურბანულ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა თბილისის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების მაგალითზე" - ძირითადი მიგნებები. დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლებმა - ნათია აფხაზავამ და გრიგოლ მახარაძემ მიმოიხილეს ბათუმსა და ოზურგეთში ურბანულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გამოცდილებები. დისკუსია გაიმართა "ურბანული კვლევების ცენტრის (URC)“...
ტაქსის რეფორმის შემდეგი, მესამე ეტაპი, სავარაუდოდ, 2021 წლის შემოდგომაზე განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, რეფორმის ეს ეტაპი ტაქსის ბაზარს ეკონომიკურად გააძლიერებს. „რეფორმა, რა თქმა უნდა, იგეგმება. სავარაუდოდ, შემოდგომიდან შეიძლება ამოქმედდეს მომდევნო ეტაპი, თუმცა დროის დაზუსტება ახლა ძალიან გამიჭირდება. მაგრამ ამ თემაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ ტაქსოკომპანიებთან და ტაქსის მძღოლებთან, რადგან გვინდა, რომ მათთვის ხელსაყრელი...
ნინოწმინდის მერიამ ორი წლის განმავლობაში 1,274.5 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაიბარა, რომლებიც დაზიანებულია და საჭიროებს გამოსწორებას. ამის შესახებ საუბარია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების  აუდიტში. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ 2018-2019 წლებში განხორციელდა სოფელ გორელოვკის მესამე საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით – 417.7 ათასი ლარი და ქ. ნინოწმინდაში №3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, თანხით – 100.5 ათასი ლარი. დათვალიერებით გამოვლინდა,...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც, გარემოს დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, რომელიც მიმართული იქნება ახალი მარკეტინგული პროდუქტების შემუშავებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. თანამშრომლობის მიზანია საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მემორანდუმს...
ბორჯომის სამუსიკო სკოლის დირექტორად მარინა ქიტიაშვილი დაინიშნა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის უფროსად გაიოზ დვალიშვილი, სასპორტო სკოლას კი ელიზბარ სტეფნაძე უხელმძღვანელებს. ახალი ხელმძღვანელები ა(ა)იპ–ების თანამშრომლებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მისმა მოადგილემ სოსო რაზმაძემ წარუდგინეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ელიზბარ სტეფნაძე 2014-2020 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, 2010-2013 წლებში იყო გამგებლის მოადგილე, 2001-2009 წლებში...
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის აგარაკებზე, ზნაკვის ქუჩაზე (ვარდისუბნისა და 26 მაისის ქუჩის დამაკავშირებელი ზედა მონაკვეთი) საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალარინების და სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო, ასევე, ასფალტის საფარი 1000 კვ. მ-მდე ფართობზე იგება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 62 742 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო. "ამჟამად, მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართზე ბეტონის გზა ეწყობა. გამარჯვების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ