დადგება თუ არა დღის წესრიგში აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი, დედაქალაქში მიმდინარე მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება შედგება შესაძლოა, მანდატების გაუქმების საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნას. თუმცა, პროცესი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია.
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თბილისსა და ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრების გამო კანონით გათვალისწინებულ 15 დღიან ვადას ისინი მაქსიმალურად იყენებენ.