თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებს ახალი მიმართულება დაემატება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის შემუშავებულია 4 სავარაუდო მარშრუტი, რომელსაც ერთი ახალი დაემატება და ის სოფელ კურდღელაურსაც მოიცავს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. მისი თქმით, თელავს დამატებით 5 ახალი ავტობუსი გადმოეცა, რომელთა ნაწილიც 15 აპრილიდან დაიწყებს მუშაობას. ქსოვრელიშილი განმარტავს, რომ 10 ავტობუსი სრულად თელავში აპრილის ბოლოდან...
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შესაბამის საკითხზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. „როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის პრიველი პარტია შემოვიდა. ჩვენ, პირველ რიგში,სამედიცინო პერსონალის აცრა დავიწყეთ. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ დღეს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი შეეხება სწორედ პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების საკითხს. ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს...
წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე პირველადი ჯანდაცვის სერვისებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით,  სოფლის ამბულატორიების აღჭურვა ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა განხორციელდება, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია პირველადი...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე თევდორაძე და ლევან კუპატაშვილი, ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, სოფელ წკერეს მოსახლეობას შეხვდნენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრას, აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლები შეინ როზენტალი და კამელ ბუჰმადიც ესწრებოდნენ. „შეხვედრაზე, მშენებლობის ფარგლებში სოფელ წკერეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და პრობლემები განიხილეს. ასევე, ამომწურავი პასუხი გაეცა მოსახლეების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას. მოსახლეობის მხრიდან იყო თხოვნა, რომ სოფელ ბენიანი-ბეგონსა...
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოწესრიგება-კეთილმოწყობა გრძელდება. აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ე.წ. გელაურის დასახლებაში, ვილარის ბინების ეზოებში სავალი ნაწილი და ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, მოეწყო მწვანე ზოლი და დამონტაჟდა გარე განათება. „პროექტი შარშან დაიწყო და წელს დასრულდა. აღნიშნული მონაკვეთის პარალელურად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გელაურის დასახლების ე.წ. ჩაის საწარმოს ბინების ეზოებშიც. მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც...
ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მერიის ინფორმაციით, გზა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა. “გზის რეაბილიტაციის შესახებ ინიციატივით ადგილობრივმა მოსახლეობმა მერიას მომართა. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 955 974 ათას ლარს შეადგენს. პროექტის შესაბამისად, დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და აშენდება გაბიონი. გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო...
სოფელ შაშიანში წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და მალე ჩაირთვება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ჭაბურღილი, წყალმომარაგების ქსელი და დამონტაჟდა რეზერვუარები. ახალი ჭაბურღილი ე.წ. რცხილაძეების უბანში გაკეთდა, საიდანაც წყლით 70 ოჯახზე მეტი მომარაგდება. სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა, შპს " ჰიდროგეომ" შეასრულა. ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, დაფინანსდა, რისთვისაც 240 000 ლარამდე დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში,...
გორის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ, რომელიც 2020 წლის სექტემბერში შეიქმნა, არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით დღემდე ორი ახალი პროგრამა შეიმუშავა და 31 საქმე განიხილა. გორის მერიის ცნობით, ერთი პროგრამით, მერია 300 ლარით უზრუნველყოფს (ერთჯერადად) იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 2021 წელს შეუსრულდათ 18 წელი და გადიან სახელმწიფო ზრუნვიდან გადიან. „მეორე პროგრამის ფარგლებში, უწყება ბავშვებს 350 ლარით უფინანსებს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს (საჭიროების შემთხვევაში ოჯახის წევრებთან...
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2021 წლის თებერვლის თვეში დახმარება გაეწია 115 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 43 227 ლარი. კერძოდ: ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 69 ბენეფიციარს - 30 246 ლარით; დიალიზის სახელმწიფო...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი დაიწყო. წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემები, ქსელები, ჭაბურღილები, საქლორატორო და რეზერვუარები მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ვაქირში უწყვეტი წყალი 1074 ოჯახს მიეწოდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელში-ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ქვ.მაჩხაანში, ბოდბეში, ქვ.მაღაროში ილიაწმინდაში, ხორნაბუჯსა და ხირსაში უწყვეტი წყალმომარაგების ახალი პროექტი სოფელ ანაგიდან დაიწყო. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია....
ქუთაისის მერიაში მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის Kutaisi.gov.ge-ის განახლებული ვერსია წარადგინეს. ️„ქუთაისის მუნიციპალიტეტი წარმატებულად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან. დღეს სწორედ ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია გვქონდა. მათი მხარდაჭერით ჩვენ განვაახლეთ ქუთაისის ოფიციალური ვებგვერდი, რომელსაც დაემატა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელთაგან გამოვყოფდი ინტერაქტიულ რუკას, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე პროექტების შესახებ. ️ეს რუკა საშუალებას მოგვცემს აქტიურად ვითანამშრომლოთ ჩვენს მოქალაქეებთან. UNDP-თან თანამშრომლობას სხვა პროექტებზეც...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. თელავის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში ბაღს ახალი ჯგუფი დაემატა, რომელიც დარბაზს, ბავშვების ოთახს, გასახდელს, საძინებელს და სველ წერტილებს მოიცავს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 312 526 ლარით დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,კ და გ,, შეასრულა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი დასრულდა. სიღნაღის მერიის ცნობით, სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და მთელ სოფელს (700 ოჯახი) 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს. აღნიშნული პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დააფინანსა, რომელზეც 2 668 465 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ სოფელ ძველ ანაგას უწყვეტად სასმელი წყალი პირველად მიეწოდება.
წინა სტატია გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ყოფილი საავადმყოფოს დანგრეული ფლიგელის კიბის უჯრედი ჩამოიშალა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის მიერ, ობიექტის ფასის დადგენა მიმდინარეობს. "საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, რადგან ობიექტს დაცვის პოლიცია იცავს. ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რის შემდეგაც მოვახდენთ ამ შენობის გაყიდვას, თავის ტერიტორიასთან ერთად", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.  გუშინ, გვიან ღამით, გორის მერიის ბალანსზე არსებული ყოფილი საავადმყოფოს შენობის ნაწილი ექსპერტიზის მოლოდინში ჩამოინგრა. ჩამოშლილია საავადმყოფოს დანგრეული...
ვაზისუბანში შვიდ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ვაზისუბანში შვიდ მისამართზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამუშაოები მიმდინარეობს, გამგეობის ინფორმაციით, I მ/რ კორპ N13-ში წყალარინების შიდა ქსელი, II მ/რ N11 კორპუსში 6 სადარბაზოს კარი, III მ/რ 2კვ. N9 კორპუსში სადარბაზოს კიბე, IV მ/რ 1 კვ. N16 კორპუსში წყალარინების შიდა ქსელი, ვაზისუბნის დასახლება N11 კორპუსში სადარბაზოს შესასვლელის...
გაგვიზიარე შენი იდეა - მთაწმინდის რაიონის გამგეობა მოსახლეობას სასურველ ადგილებში სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობას სთავაზობს. "ჩვენთვის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით სხვადასხვა პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. შესაბამისად, გვსურს შევქმნათ მცირე პლატფორმა, სადაც შევძლებთ მოსახლეობის მიერ შემოთავაზებული იდეების დამუშავებასა და შემდეგში განხორციელებას", - განმარტავენ გამგეობაში. მოსახლეობამ ახალი სკვერებისა და სპორტული მოედნების მოსაწყობად გამგეობას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 15 აპრილამდე უნდა მიმართოს. "გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ