ვაზისუბანში შვიდ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ვაზისუბანში შვიდ მისამართზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამუშაოები მიმდინარეობს,
გამგეობის ინფორმაციით, I მ/რ კორპ N13-ში წყალარინების შიდა ქსელი, II მ/რ N11 კორპუსში 6 სადარბაზოს კარი, III მ/რ 2კვ. N9 კორპუსში სადარბაზოს კიბე, IV მ/რ 1 კვ. N16 კორპუსში წყალარინების შიდა ქსელი, ვაზისუბნის დასახლება N11 კორპუსში სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, ვაზისუბნის დასახლება N22 კორპუსში სადარბაზოს კიბე, ხოლო, კახეთის გზატკეცილის N36-ში სენსორული განათება კეთდება
მათივე ცნობით, პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 130 404 ლარით დაფინანსდა.