სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი დასრულდა.
სიღნაღის მერიის ცნობით, სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და მთელ სოფელს (700 ოჯახი) 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს.
აღნიშნული პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დააფინანსა, რომელზეც 2 668 465 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ძველ ანაგას უწყვეტად სასმელი წყალი პირველად მიეწოდება.