გორის მერი: როგორც კი სამხარაულის დასკვნა გვექნება, საავადმყოფოს ძველ შენობას გავყიდით

377

წინა სტატია

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ყოფილი საავადმყოფოს დანგრეული ფლიგელის კიბის უჯრედი ჩამოიშალა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის მიერ, ობიექტის ფასის დადგენა მიმდინარეობს.

“საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, რადგან ობიექტს დაცვის პოლიცია იცავს. ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რის შემდეგაც მოვახდენთ ამ შენობის გაყიდვას, თავის ტერიტორიასთან ერთად”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

გუშინ, გვიან ღამით, გორის მერიის ბალანსზე არსებული ყოფილი საავადმყოფოს შენობის ნაწილი ექსპერტიზის მოლოდინში ჩამოინგრა. ჩამოშლილია საავადმყოფოს დანგრეული ფლიგელის კიბის უჯრედი. პირველადი ინფორმაციით, ადგილზე არავინ დაშავებულა, რადგან ობიექტს მერიის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახური იცავს.

წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობა მერიის ბალანსზე გასულ წელს გადავიდა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ ობიექტის ფასის დადგენა, რათა მერიამ მისი დანგრევის პირობით გასხვისება შეძლოს.