თელავის სოფელ წინანდალში საბავშვო ბაღში აშენდა

509

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

თელავის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში ბაღს ახალი ჯგუფი დაემატა, რომელიც დარბაზს, ბავშვების ოთახს, გასახდელს, საძინებელს და სველ წერტილებს მოიცავს.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 312 526 ლარით დაფინანსდა.

სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,კ და გ,, შეასრულა.