გაგვიზიარე შენი იდეა – მთაწმინდის რაიონის გამგეობა მოსახლეობას სასურველ ადგილებში სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობას სთავაზობს.
“ჩვენთვის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით სხვადასხვა პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. შესაბამისად, გვსურს შევქმნათ მცირე პლატფორმა, სადაც შევძლებთ მოსახლეობის მიერ შემოთავაზებული იდეების დამუშავებასა და შემდეგში განხორციელებას”, – განმარტავენ გამგეობაში.
მოსახლეობამ ახალი სკვერებისა და სპორტული მოედნების მოსაწყობად გამგეობას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 15 აპრილამდე უნდა მიმართოს.
“გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და ინფორმაცია კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით, თუ სად გსურთ ახალი სკვერის ან სპორტული მოედნის მოწყობა. თქვენ მიერ შემოთავაზებულ ადიგლებზე, მთაწმინდის რაიონის გამგეობა მიმდინარე წელს პროექტს განახორციელებს.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ შემოთავაზებული ტერიტორია მთაწმინდის რაიონის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში უნდა ექცეოდეს; სასურველი სივრცე სახელმწიფო საკუთრებას უნდა წარმოადგენდეს (არ უნდა იყოს კერძო საკუთრება); აღნიშნული ტერიტორია მინიმუმ 300 კვ. მ. ფართობი უნდა იყოს”, – აცხადებენ გამგეობაში.