გორის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ 2 ახალი პროგრამა შეიმუშავა და 31 საქმე განიხილა

1033

გორის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ, რომელიც 2020 წლის სექტემბერში შეიქმნა, არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით დღემდე ორი ახალი პროგრამა შეიმუშავა და 31 საქმე განიხილა.

გორის მერიის ცნობით, ერთი პროგრამით, მერია 300 ლარით უზრუნველყოფს (ერთჯერადად) იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 2021 წელს შეუსრულდათ 18 წელი და გადიან სახელმწიფო ზრუნვიდან გადიან.

„მეორე პროგრამის ფარგლებში, უწყება ბავშვებს 350 ლარით უფინანსებს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს (საჭიროების შემთხვევაში ოჯახის წევრებთან ერთად). დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს.

განყოფილების მიერ, რვა თვის განმავლობაში, 31 საქმიდან დაიხურა ოცი და ერთის გადამისამართება განხორციელდა სხვა უწყებაში. ამ ეტაპზე გრძელდება მუშაობა ათი არასრულწლოვანის საქმეზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მომართვიანობის საფუძველზე მუშავდება სტატისტიკურ ინფორმაციაც.

გარდა ამისა, მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, სტრუქტურული ერთეული გეგმავს მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასაც. განყოფილება მალე დაიწყებს მუშაობას აღნიშნული კატეგორიის ოჯახების აღრიცხვისა და მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.

განყოფილების ეფექტური მუშაობისთვის, რომლის საქმიანობაც ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს, შეუძლებელია საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის გარეშე.

ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას, თუ თვლით, რომ ოჯახში ირღვევა ბავშვის უფლება და არასრულწლოვანი საჭიროებს მხარდაჭერას, დაუყოვნებლივ მიმართეთ გორის მერიის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას!

მოგვმართეთ: 995 599 30 04 24; 0370 27 00 03 info@gori.gov.ge, გორი, გრიგოლ ფერაძის #5; Ms.gov.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.