სიღნაღის სოფელ ვაქირში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 35-მილიონიანი პროექტი დაიწყო

596

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი დაიწყო.

წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემები, ქსელები, ჭაბურღილები, საქლორატორო და რეზერვუარები მოეწყობა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ვაქირში უწყვეტი წყალი 1074 ოჯახს მიეწოდება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელში-ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ქვ.მაჩხაანში, ბოდბეში, ქვ.მაღაროში ილიაწმინდაში, ხორნაბუჯსა და ხირსაში უწყვეტი წყალმომარაგების ახალი პროექტი სოფელ ანაგიდან დაიწყო. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს