ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2021 წლის თებერვლის თვეში დახმარება გაეწია 115 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 43 227 ლარი.
კერძოდ:
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 69 ბენეფიციარს – 30 246 ლარით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე და ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება, აგრეთვე ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები 12 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 4 365 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
“განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის” დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 6 ბენეფიციარი – 5 046 ლარით;
პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (7 ოჯახი) 1 100 ლარი;
პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 2 ბენეფიციარზე – 400 ლარი;
95 წელს გადაცილებულ 2 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება – 300 ლარის ოდენობით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 11 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი 770 ლარით;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (4 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადი – 400 ლარი;
უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – (2 ) – 600 ლარის ოდენობით.