წინა სტატია
ზესტაფონი ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტია რეგიონში, სადაც საპილოტე პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლებში, ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები დაიდგა, - აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში.
"ზესტაფონის მერიის მიერ განხორციელებული, ნარჩენების სეპარირების საპილოტე პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში, ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები და კომპოსტირების ყუთები განთავსდა.
საჯარო სკოლებში, 3 სპეციალური ურნა დაიდგა, რომლებიც განკუთვნილია, პლასტიკის, ქაღალდის და შერეული ნარჩენების შესაგროვებლად", - განმარტავენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, სკოლების მიერ...
ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 130 000 ლარამდეა, შპს ,,მშენებელი 2017“ ახორციელებს.
მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
კულტურის სახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურულ-გასართობი ღონისძიებები და შემოქმედებითი წრეების მუშაობა კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
შემდეგი სტატია
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ( NALAG) და დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის (DGG) პროგრამების მხარდაჭერით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირების საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო.
ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, საპილოტე პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენების სეპარირებას სპეციალური პრესის საშუალებით, მის გადამუშავებას და ინდივიდუალური კომპოსტირების დანერგვის ხელშეწყობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, საპილოტე სკოლებსა და საჯარო დაწესებულებებში ქაღალდისა და პლასტიკის განცალკევებული შეგროვების განხორციელებისა და ინდივიდუალური კომპოსტირების...
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ სიქთარვისა და ჩხარი-ეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
"თერჯოლაში წარმატებით მიმდინარეობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოეწყობა სოფელ სიქთარვისა და ჩხარი-ეწერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. აღნიშნული პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 4,3 კმ-იანი გრძივი მონაკვეთის საავტომობილო გზა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რათა მოსახლეობას...
ბათუმის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ, მათი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ, სამომავლო გეგმებზე, მიზნებსა და ფუნქციებზე ისაუბრეს.
"აღნიშნული განყოფილება მუნიციპალური სერვისების სააგენტოში ფუნქციონირებს.
განყოფილების შექმნის გადაწყვეტილების საფუძველია 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი “ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსის” შესახებ", - განმარტავენ მერიაში.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანია...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი რეგულაციები განიხილეს.
სხდომაზე საინფორმაციო კამპანიის, განაცხადების მიღებისა და ვერიფიკაციის ვადები განისაზღვრა.
საინფორმაციო კამპანია - 1-31 მაისი;
განაცხადების მიღება - 1-15 ივნისი;
ვერიფიკაცია - 16 ივნისი - 1 ივლისი.
"პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებსა და უბნებში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც საკრებულოს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, ხოლო მუნიციპალიტეტი, თავის...
აბაშის მუნიციპალიტეტში 2021 წელს 120-კმ გზაზე გარეგანათების ქსელი მოეწყობა.
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქისა და ადმინისტრაციული ერთეულების ყველა დარჩენილ ქუჩაზე, ჯამში 120-კმ-ზე გარეგანათების ქსელი მოეწყობა, დამონტაჟდება ენერგოეფექტური გარე სანათები.
ახალი სანათების მთავარი უპირატესობა, ვიზუალურ მხარესთან ერთად, ენერგოეფექტურობაა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
პროექტის განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სრულად იქნება მოწყობილი გარეგანათება, ამასთან ერთად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა და გზაზე გადაადგილების შესაძლებლობა.
ვაკის რაიონში გზების განახლება მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გამგეობის დაკვეთით, გზის საფარი კიდევ ერთ მისამართზე განახლდა.
"ნუცუბიძის I მიკრორაიონის N12 კორპუსის მიმდებარედ, 650 კვ. მ ფართობის ეზო რეაბილიტირდა. სამუშაოების განხორციელების შედეგად, გზის საფუძველი და ბორდიური მოეწყო. ასევე, დაიგო ასფალტის საფარი", - განმარტავენ ვაკის რაიონის გამგეობაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 51 000 ლარს შეადგენს.
ფოთში, „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ საკონფერენციო დარბაზში, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – ფაზა 2“-ის ფარგლებში რეგიონული შეხვედრა გაიმართა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2020 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფინანსებული საგრანტო პროექტები განიხილეს.
მათივე ცნობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მარტოწყალას ტბაზე, სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები...
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიებზე ახალი დაცული ტერიტორია, არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნება. საკითხთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან, მაცაცო ნარიმანიძესთან ერთად, პროექტის ავტორებსა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე იანა გაშპარიკოვას შეხვდა.
მხარეებმა ექსპერტების მომზადებული დოკუმენტები და სახელმწიფო რწმუნებულის პროცესში ჩართულობისა და მისი მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.
არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და...
ეროვნულ სატყეო სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ეკოსერვის“ ფარგლებში, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა.
როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში განაცხადეს, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის, ამწე-მანიპულატორი, ბენზოხერხი (14 ცალი), კვადროციკლი, ბაგი (2 ცალი), GPS - მოწყობილობა (7 ცალი) და სპეცტანსაცმელი (ჩაფხუტი, ხელთათმანი, ჟილეტები, ფეხსაცმელი) სატყეო სამსახურების რეგიონულ ოფისებში გადანაწილდება.
„პროგრამის ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, ხე-ტყის დამზადება...
მარნეულის საკრებულოში "ქართული ოცნების'' წევრმა, ილჰამ გასანოვმა, მმართველი პარტია დატოვა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის'' რიგებს შეუერთდა. ამ ცვლილების შემდეგ ოპოზიციური პარტია, ფრაქციად დარეგისტრირდა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მმართველი პარტიის რიგებს კიდევ ბევრი დეპუატი დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
"ყველასთვის ცნობილია, რომ ქართული ოცნება ბოლო დროს უკვე ჩვეულებრივად იშლება ყველა რაიონში, მათ შორის, მარნეულშიც. ძალიან ბევრმა...
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ "პროექტების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც კომპანიის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.
"პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება მასშტაბური პროექტების განხორციელება. დასკვნით ეტაპზეა ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ზაფხულში დასრულდება. ასევე, მიმდინარეობს ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა. გარდა ამისა, სპორტული კომპლექსებისა და სტადიონების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება", - განმარტავენ აჭარის მთავრობაში.
როგორც აჭარის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19 მარტის 21:00 საათიდან 20 მარტის 05:00 საათამდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
მათივე ცნობით, ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე გადაერთვება.
ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო...
ბათუმის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის ყოფილი კომპანია „ტრეიდინგ სერვისი” ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირების სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ პატარიძემ 2019 წლის იანვრიდან კომპანიის 50% წილი ბიზნესპარტნიორსა და სიძეს, გოჩა აბუსელიძეს აჩუქა, 2019-2020 წლებში „ტრეიდინგ სერვისთან” გაფორმებული ხელშეკრულებები კორუფციასთან დაკავშირებულ რისკებს აჩენს. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გაარკვია, რომ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა, სადაც ამხანაგობა „აქოლისმა“ დაინტერესებულ მხარეებსა და პროფესიულ წრეებს მცხეთის გენგეგმის კონცეფცია გააცნო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მცხეთის გენგეგმის კონცეფცია მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებსა და მცხეთის ქალაქმშენებლობითი კადასტრის მომზადებას გულისხმობს.
"ამხანაგობა"აქოლისმა“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































