ხობის სოფელ საჯიჯაოში კულტურის სახლის აღდგენა მიმდინარეობს

797

ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 130 000 ლარამდეა, შპს ,,მშენებელი 2017“ ახორციელებს.

მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ​სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

კულტურის სახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურულ-გასართობი ღონისძიებები და შემოქმედებითი წრეების მუშაობა კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.