ბათუმის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობა განიხილეს

612

ბათუმის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ, მათი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ, სამომავლო გეგმებზე, მიზნებსა და ფუნქციებზე ისაუბრეს.

“აღნიშნული განყოფილება მუნიციპალური სერვისების სააგენტოში ფუნქციონირებს.
განყოფილების შექმნის გადაწყვეტილების საფუძველია 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი “ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსის” შესახებ”, – განმარტავენ მერიაში.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანია პარლამენტის მიერ მიღებული კოდექსი ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ, რომელიც საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს საქართველოში ბავშვების ცხოვრებაზე.

“ჩვენი მიზანია, თითოეული ბავშვი იყოს დაცული, ჯანმრთელი, განათლებული, განსაკუთრებით კი, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს მიღმა დარჩენილი ბავშვები” – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა უფლებების დაცვაზე ყოველდღიურად ზრუნავენ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგი და ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი. განყოფილების მუშაობა მიმართულია ბავშვის კეთილდღეობასა და ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვაზე.

ბავშვის უფლებების დარღვევის გამოვლენის, ან სავარაუდო ეჭვის შემთხვევაში, დაუკავშირდით ცხელ ხაზს: (0422) 27 11 71.
მობ: +(995) 577 14 14 70; +(995) 577 23 11 42.
მის: ბათუმი, მ. ლერმონტოვის ქ. N90ა.