აჭარის მთავრობა: სპორტული კომპლექსები და სტადიონები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც აშენდება

506

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ “პროექტების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც კომპანიის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

“პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება მასშტაბური პროექტების განხორციელება. დასკვნით ეტაპზეა ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ზაფხულში დასრულდება. ასევე, მიმდინარეობს ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა. გარდა ამისა, სპორტული კომპლექსებისა და სტადიონების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება”, – განმარტავენ აჭარის მთავრობაში.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბათუმის სტადიონს, რომელსაც უკვე მიენიჭა UEFA-ს მე-4 კატეგორია, საფეხბურთო მატჩებს მაისიდან უმასპინძლებს.