თერჯოლის მერი: ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა

615

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ სიქთარვისა და ჩხარი-ეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

“თერჯოლაში წარმატებით მიმდინარეობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოეწყობა სოფელ სიქთარვისა და ჩხარი-ეწერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. აღნიშნული პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 4,3 კმ-იანი გრძივი მონაკვეთის საავტომობილო გზა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რათა მოსახლეობას ცხოვრების უკეთესი პირობები შეექმნას“, -განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შპს ,,ბორანი“ ახორცილებს.