აბაშის მერია: მუნიციპალიტეტში 2021 წელს 120-კმ გზაზე გარეგანათების ქსელი მოეწყობა

397

აბაშის მუნიციპალიტეტში 2021 წელს 120-კმ გზაზე გარეგანათების ქსელი მოეწყობა.

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქისა და ადმინისტრაციული ერთეულების ყველა დარჩენილ ქუჩაზე, ჯამში 120-კმ-ზე გარეგანათების ქსელი მოეწყობა, დამონტაჟდება ენერგოეფექტური გარე სანათები.

ახალი სანათების მთავარი უპირატესობა, ვიზუალურ მხარესთან ერთად, ენერგოეფექტურობაა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

პროექტის განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სრულად იქნება მოწყობილი გარეგანათება, ამასთან ერთად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა და გზაზე გადაადგილების შესაძლებლობა.