ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

818

ვაკის რაიონში გზების განახლება მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გამგეობის დაკვეთით, გზის საფარი კიდევ ერთ მისამართზე განახლდა.

“ნუცუბიძის I მიკრორაიონის N12 კორპუსის მიმდებარედ, 650 კვ. მ ფართობის ეზო რეაბილიტირდა. სამუშაოების განხორციელების შედეგად, გზის საფუძველი და ბორდიური მოეწყო. ასევე, დაიგო ასფალტის საფარი”, – განმარტავენ ვაკის რაიონის გამგეობაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 51 000 ლარს შეადგენს.