ევროპელ ინიციატორთა ასოციაციისა და ევროპულ-ქართულ ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს განცხადებით მიმართეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
განცხადების ავტორები მოითხოვენ, რომ დათა ვანიშვილის (დათა პაპას) ხსოვნისა და საქართველოს წინაშე მისი დამსახურების აღსანიშნავად, ქალაქ გორში ერთ-ერთ ქუჩას დათა ვანიშვილის სახელი ეწოდოს.
ასევე, სოფელ დიდ ხურვალეთში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს დათა ვანიშვილის სახელი, ხოლო ქალაქ გორში, სტალინის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეირჩეს...
მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში ამჯერად, საგზაო სამუშაოები ნ. ვაჩნაძისა და ვ. აბაშიძის ქუჩებზე დასრულდა.
"პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური. საგზაო ინფრასტრუქტურა 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდ", - განმარტავენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.
მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 65 000 ლარი გამოყო.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში პურის საცხობის გახსნას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სოფლის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ, რომ აღნიშნული საკითხის გადაჭრაში დაეხმაროს.
"დღეს ჩამოვედით იმისთვის, რომ პური ქალაქიდან წავიღოთ. მანქანით მოაქვთ სოფელში, მაგრამ არა ყოველდღიურად. ვისაც მანქანა არა აქვს, მშიერი დარჩება. ამასთანავე ტრანსპორტის პრობლემაც გვაქვს, დილით 10 საათზე გამოდის სოფლიდან გორისკენ მარშუტკა", - ამბობს მაგული ოქროპირიძე.
ევროკავშირის საბჭო საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომისა და და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ მიმართული ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევის შესახებ.
„უმაღლესმა წარმომადგენელმა დაადასტურა საჭიროება, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა დააყენოს პირველ ადგილზე ქართველი ხალხის ინტერესები, წავიდეს აუცილებელ კომპრომისებზე და ყურადღება მიაქციოს სხვა გადაუდებელ საკითხებს, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკური აღდგენა და საქართველოს ეროვნული...
სოფელ ჩუმლაყში მე-8 შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 675 მეტრი სიგრძის გზას, ორივე მხარეს მოეწყო სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ "გზამშენი 15"-მა შეასრულა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში 25 მარტს, თბილისის მერიის დაკვეთით, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ცნობით, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 24 მარტის 23:00 საათიდან 26 მარტის 01:00...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 23 მარტის 21:00 სთ-დან 24 მარტის 01:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 24 მარტის 01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში...
წინა სტატია
ე.წ.ოცნების ქალაქის მცხოვრებლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ხვდებიან. მოქალაქეების განცხადებით, ისინი მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარ მოთხოვნებს გააცნობენ და ასევე მთავრობის პოზიციას მოისმენენ.
ცნობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან პარალელურად ე.წ.ოცნების ქალაქის მცხოვრებლების ნაწილის აქცია მიმდინარეობს, ისინი ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ. მათი თქით, “ოცნების ქალაქში” კორპუსები შენდება, თუმცა უცნობია ვინ დაკმაყოფილდება ფართებით.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, ზაზა ბოჭოიძის მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 4 720 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
როგორც მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, მემორიალის მიმდებარე ტერიტორია შემოიღობება, ფილები დაიგება და მოპირკეთდება.
აღნიშნული ტენდერი მერიამ 22 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 2-დან, 5-აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 40...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი მიმართულება - ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება დაემატა.
თელავის მერიის ცნობით, 18 მარტს გამართულ შეხვედრაზე, თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა ბავშვთა დაცვის, მათი საჭიროებების და მხარდაჭერის საკითხები.
მათივე ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განუოფილებას.
გარევაჭრობის პრობლემა ქედაში, მოსახლეობა ანტისანიტარიასა და დაკავებული ტერიტორიების გამო, გადაადგილების პრობლემაზე საუბრობს, ხოლო გასაყიდად გამოტანილ პროდუქტების ხარისხიანობაში ეჭვი შეაქვთ, საპირწონედ მოვაჭრეები ამბობენ, რომ რაიონში მათ ალტერნატიული ფართი არ აქვთ, თუმცა, მერიის მხრიდან კარგი შემოთავაზების შემთხვევაში მზად არიან ადგილსამყოფელი შეცვალონ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მერიაში ამბობენ, რომ ამჟამად ქედაში ასეთი შენობა არ არის, თუმცა განიხილება სპეციალური შენობის აშენების საკითხი,...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2021 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული ინფრასრტუქტურული პროექტები განხორციელდება.
ადგილობრივების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოფლების მიხედვით:
ანაგა: სხვადასხვა უბნებში გარე განათების მოწყობა;
ვაქირი: სხვადასხვა უბნებში გარე განათების მოწყობა;
საქობო: სხვადასხვა უბნებში გარე განათების მოწყობა;
მანშნაარი: სხვადასხვა უბნებში გარე განათების მოწყობა;
წნორი: სხვადასხვა უბნებში გარე განათების მოწყობა;
ბოდბისხევი: სპორტული ტრენაჟორების მოწყობა;
ჯუგაანი: სხვადასხვა უბნებში გარე განათების მოწყობა;
ერისიმედი: სკვერის მოწყობა და ტერიტორიის შემოსაღობად ეკლიანი...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ საიმერლოსა და არაფლოში შიდა გზების მოასფალტებისათვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მერია ორ სოდელში გზების დაგებისათვის 1 432 394 ლარიამდე თანხის დახარჯვას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ საიმერლოში შიდა გზების ნაწილი მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალარინების პროექტის ფარგლებში გადაითხარა, რადგან სოფელში წყლის ახალი სისტემა გაიყვანეს. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ სოფელ საიმერლოში გზების მოასფალტება მხოლოდ...
წინა სტატია
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის მონაკვეთზე, სადაც ფერდობზე მეწყერული პროცესებია დაწყებული, გზის მშენებლობა შეჩერდეს.
"მე შემიძლია გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ მოსახლეობასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, ამის საფუძველი, რაიმე ფორმით, არ არსებობს, რომ აქ სამუშაოები გაჩერდეს. რაც შეეხება დაცულობის საკითხს, არაერთხელ გვითქვამს, რომ უშუალოდ იმ არეალში და მის მიმდებარედ, თეორიულად...
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გორის მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციებით მიმართავენ და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის გაჯანსაღებას სთხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კერძოდ, როგორც NGO სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკა არ არის გამჭვირვალე, რაც თანხების არამიზნრობრივად და არაეფექტიანად ხარჯვის ეჭვებს აჩენს.
გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ მიერ მომზადებული მასალის „გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის ხარვეზები“ საპასუხოდ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ის რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელთა...
ბათუმში "ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო და 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამა გულისხმობს იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინების გადაცემას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული ოჯახებისთვის, 15 წლის განმავლობაში, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვისა და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.
მატივე ცნობით, აპლიკანტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია მერიის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































