თელავის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი მიმართულება დაემატა

454

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი მიმართულება – ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება დაემატა.

თელავის მერიის ცნობით, 18 მარტს გამართულ შეხვედრაზე, თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა ბავშვთა დაცვის, მათი საჭიროებების და მხარდაჭერის საკითხები.

მათივე ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განუოფილებას.