ბათუმში “ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო და 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამა გულისხმობს იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინების გადაცემას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული ოჯახებისთვის, 15 წლის განმავლობაში, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვისა და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.
მატივე ცნობით, აპლიკანტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია მერიის სერვისცენტრებში, ან მერიის ოფიციალური ვებგვერდზე.