ევროკავშირის საბჭო საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომისა და და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ მიმართული ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევის შესახებ.
„უმაღლესმა წარმომადგენელმა დაადასტურა საჭიროება, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა დააყენოს პირველ ადგილზე ქართველი ხალხის ინტერესები, წავიდეს აუცილებელ კომპრომისებზე და ყურადღება მიაქციოს სხვა გადაუდებელ საკითხებს, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკური აღდგენა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად ბრუნდება.