მთაწმინდის გამგეობა: ვაჩნაძისა და აბაშიძის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

927

მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში ამჯერად, საგზაო სამუშაოები ნ. ვაჩნაძისა და ვ. აბაშიძის ქუჩებზე დასრულდა.

“პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური. საგზაო ინფრასტრუქტურა 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდ”, – განმარტავენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 65 000 ლარი გამოყო.