სოფელ ჩუმლაყში მე-8 შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 675 მეტრი სიგრძის გზას, ორივე მხარეს მოეწყო სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ “გზამშენი 15”-მა შეასრულა.