აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ე.წ.ოცნების ქალაქის მცხოვრებლებს ხვდებიან

566

წინა სტატია

ე.წ.ოცნების ქალაქის მცხოვრებლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ხვდებიან. მოქალაქეების განცხადებით, ისინი მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარ მოთხოვნებს გააცნობენ და ასევე მთავრობის პოზიციას მოისმენენ.

ცნობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან პარალელურად ე.წ.ოცნების ქალაქის მცხოვრებლების ნაწილის აქცია მიმდინარეობს, ისინი ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ. მათი თქით, “ოცნების ქალაქში” კორპუსები შენდება, თუმცა უცნობია ვინ დაკმაყოფილდება ფართებით.