მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, ზაზა ბოჭოიძის მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 4 720 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
როგორც მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, მემორიალის მიმდებარე ტერიტორია შემოიღობება, ფილები დაიგება და მოპირკეთდება.
აღნიშნული ტენდერი მერიამ 22 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 2-დან, 5-აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარულ დღეში შეასრულოს.
აღსანიშნავია, რომ ზაზა ბოჭოიძე 2008 წლის აგვისტოს ომში, საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად იბრძოდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა.