საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში პურის საცხობის გახსნას ითხოვენ

583

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში პურის საცხობის გახსნას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სოფლის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ, რომ აღნიშნული საკითხის გადაჭრაში დაეხმაროს.

“დღეს ჩამოვედით იმისთვის, რომ პური ქალაქიდან წავიღოთ. მანქანით მოაქვთ სოფელში, მაგრამ არა ყოველდღიურად. ვისაც მანქანა არა აქვს, მშიერი დარჩება. ამასთანავე ტრანსპორტის პრობლემაც გვაქვს, დილით 10 საათზე გამოდის სოფლიდან გორისკენ მარშუტკა“, – ამბობს მაგული ოქროპირიძე.