გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევში სკოლას საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის ანა სოლოღაშვილის სახელი მიენიჭება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის რესურსცენტრის დირექტორის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა გორის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს" ეკუთვნის.
"განათლების სამინისტროს მიმართეს ამ ინიციატივით, რომელმაც სკოლას აცნობა. ამ საკითხზე გვაქვს სამეურვეო საბჭოს თანხმობაც და სკოლის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა საკრებულოს, რომ სკოლისთვის ანა სოლოღაშვილის სახელის მინიჭებაზე იმსჯელონ",- განმარტა ტერმაკოზაშვილმა.
ცნობისთვის, ანა...
დიდი იმედი მაქვს და მინდა პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი დავიტოვო, რომ შეთანხმება შედგება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ისაუბრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული“.
„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ. ამაზე ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები მოვისმინეთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ ეუთო/ოდირის დასკვნები, ჩვენი არჩევნები მთელმა მსოფლიომ...
ქარელის 18 საბავშვო ბაღს "დეველოპმენტ გრუპმა" საკვები პროდუქტები თავდაპირველად ვადის დარღვევით, ეტიკეტისა და ვადის გარეშე მიაწოდა. ბოლოს კი საბავშვო ბაღებისთვის საკვები საერთოდ არ მიუტანია, რის გამოც ბაგა-ბაღების მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს.
აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნინო მეზვრიშვილმა სატენდერო სხდომა გამართა და 25 მარტის სხდომაზე, მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ამასთან, იქვე აღინიშნა, რომ "დეველოპმენტ გრუპი'' მსგავსი სახის...
„ორბაელიანი საქართველოს“ მიერ გამოცხადებული იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „აღმამედლოს სათემო ცენტრი“ ერთ-ერთია რომელმაც კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. პროექტის ფარგლებში სოფელ აღმამედლოში საჯარო ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
აღმამედლოს სათემო ცენტირს დამფუძნებელმა ზაქირ ეივაზლიმ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ აღმამედლოსა და მიმდებარე სოფლებში ბიბლიოთეკა არ არსებობს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს კონკურსში მონაწილეობა და სოფელში ბიბლიოთეკის მოწყობა.
ეივაზლის თქმით, ბიბლიოთეკა გახსნის შემდგომ...
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში მდინარე ლეხურაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. წყალუხვობის გამო, მდინარე ერთ-ერთ უბანს საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ტექნიკა გაგზავნა. ტრაქტორით იმ ადგილის ჩახერგვას ცდილობენ, საიდანაც ლეხურამ, შესაძლოა, მიმართულება შეიცვალოს.
24 მარტის შემდეგ, უხვმა ნალექმა და თოვლმა, განსაკუთრებით, კავკასიონის ქედიდან ჩამომავალი მდინარეების ადიდება გამოიწვია. ლიახვის, ფრონესა და ლეხურას ადიდების შედეგად, ათეულობით...
მარნეული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის ასაკრძალად მერიამ მოვაჭრეებს გაფრთხილება მისცა. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები თვითდასაქმებულებს, დახლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. გარემოვაჭრეებს ტერიიტორიის დასატოვებლად დრო 29 მარტამდე მისცეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
"რა უნდა ვქნა, არ ვიცი. ბანკის ვალი მაქვს, თუ არ ვიმუშავე საიდან ვიშოვო ფული. ორი ბანკში მაქვს ვალი. შვიდ ადამიანს ვინახავ. სხვა ადგლი არ მაქვს. დღეში 20 ლარს ვშოულობ,“ - ამბობს ერთ-ერთი...
რუსთავში დარჩენილი 15 ახალი ავტობუსიც შემოვიდა, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ამ დროისთვის ავტობუსებს ტექნიკური შემწმება უტარდებათ, რის შემდეგაც შეძლებენ მათ შესაბამის ხაზებზე დანიშვნას.
საინფორმაციო სააგენტომ ტაბაღუას ჰკითხა, შემცირდება თუ არა გაჩერებაზე მოლოდინის დრო მას შემდეგ, რაც დამატებით 15 ახალი ავტობუსიც ჩაერთვება სატრანსპორტო ქსელში. კითხვის საპასუხოდ ქალაქის მერი აცხადებს, რომ მოლოდინის დრო...
მთაწმინდის რაიონში, ვ. პეტრიაშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ასევე, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და სანიაღვრე ქსელი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო...
ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
გასულ ზაფხულს მეგობარი ორგანიზაციის - „თუშური ბრენდის“ დამსახურებით, სოფელ ქისტაურში ჩავედი რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად. მუნიციპალური სახლ-მუზეუმები, როგორც შესაძლო არაფორმალური განათლებისა და სოფლის კულტურის ცხოვრების მამოძრავებელი ცენტრები, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა და ამ მიპატიჟებასაც სიხარულით დავთანხმდი.
მუზეუმი შუა სოფელში მდებარეობს, ერისთავების ისტორიულ, ლამის ორსაუკუნოვან სახლში, რომელსაც, მართალია, ჟამთასვლა დაეტყო და პირვანდელი სახით შემორჩენილი არაა, მაგრამ ის, რამაც ჩვენამდე მოაღწია, მაინც ძალიან...
ფასადები, რომლებზეც მილიონზე მეტი დაიხარჯა, უკვე დაზიანებულია. თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ახლადდასრულებული აივნები უკვე იშლება, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილოა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
"სამუშაოები ერთი თვის წინ დაასრულეს. თითქოს რეაბილიტაცია ჩაუტარეს და უკვე იშლება. ნეტავ ერთხელ ვნახოთ, რომ რამე ხარისხიანად გააკეთონ. გვითხრეს, ხელახლა შევაკეთებთო და ჯერ არ გამოჩენილან,” – განაცხადა ერთ-ერთი ბინის მეპატრონემ.
თელავის მუნიციპლიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, მით უმეტეს რადგან COVID-ის ვაქცინა ახალია, ის კანონმდებლობით სავალდებულო არ გახდება. მისივე თქმით, ზოგადად აცრა, სავალდებულო იმუნიზაცია, გარდა გამონაკლისი ჯგუფებისა, სავალდებულო არსად არ არის.
"ადამიანს ვერ დააძალებ, თუ მას არ უნდა აცრა. არის გამონაკლისი ჯგუფები, მაგალითად, ქირურგები, ანესთეზიოლოგები B ჰეპატიტზე აუცილებლად უნდა იყვნენ აცრილი, ეს არის ჩაწერილი სპეციალურ ნორმატიულ ბრძანებაში.
ზოგადად...
შემდეგი სტატია
მარნეულის მერია 6 აპრილს რეგიონში მომუშავე ექიმებისთვის კონცერტს გეგმავს. კონცერტის ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი გამოიყო. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქმე ბიუჯეტის გაფლანგვას ეხება. მათივე თქმით, კონცერტის ჩატარება დისკრიმინაციულია, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ მერიამ ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნის საშუალება არ მისცა.
"ხელისუფლება გვეუბნება, რომ პანდემიის მესამე ტალღა მოდის. ამ დროს, ხელისუფლება ადგილობრივი ბიუჯეტიდან...
შიდა ქართლის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ კასპში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი აშენდა. კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან მსურველებს საინჟინრო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობისა სხვა მოთხოვნადი მიმართულებების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი სრულად დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.
შენობა 260 სტუდენტზეა გათვლილი და აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა...
საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფლების: ჯრიას, დარყას, ჭალას, სპეთის და მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები სრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის არ არსებობის გამო, სოფლები წყლით მარაგდებოდა, ზოგიერთ უბანში კუსტარულად მოწყობილი მცირე ქსელებითა და ავზებით, დარჩენილი მოსახლეობა კი, სარგებლობდა ადგილობრივი წყაროებისა და ჭის წყლით.
სოფლების გამართული წყალმომარაგებისთვის...
სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალი სკვერი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.
„ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. N8-ის მიმდებარედ ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო. 2 300 კვ.მ ფართობზე სკვერი და სპორტული მოედანი განთავსდა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გრუნტის დამჭერი 120-მეტრიანი ბეტონის კედელი...
წინა სტატია
თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და მისი მკურნალობის დინამიკა დადებითია.
„აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი - იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია. დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია. კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს", - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
თბილისის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, - ამის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































