გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევში სკოლას საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის ანა სოლოღაშვილის სახელი მიენიჭება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის რესურსცენტრის დირექტორის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა გორის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს” ეკუთვნის.
“განათლების სამინისტროს მიმართეს ამ ინიციატივით, რომელმაც სკოლას აცნობა. ამ საკითხზე გვაქვს სამეურვეო საბჭოს თანხმობაც და სკოლის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა საკრებულოს, რომ სკოლისთვის ანა სოლოღაშვილის სახელის მინიჭებაზე იმსჯელონ”,- განმარტა ტერმაკოზაშვილმა.
ცნობისთვის, ანა სოლოღაშვილი 1882 წელს მეჯვრისხევში დაიბადა. ის იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წელს, რომლითაც საქართველო გახდა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო პატარა მეჯვრისხევის სკოლისთვის ანა სოლოღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ 12 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.