დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, მით უმეტეს რადგან COVID-ის ვაქცინა ახალია, ის კანონმდებლობით სავალდებულო არ გახდება. მისივე თქმით, ზოგადად აცრა, სავალდებულო იმუნიზაცია, გარდა გამონაკლისი ჯგუფებისა, სავალდებულო არსად არ არის.
“ადამიანს ვერ დააძალებ, თუ მას არ უნდა აცრა. არის გამონაკლისი ჯგუფები, მაგალითად, ქირურგები, ანესთეზიოლოგები B ჰეპატიტზე აუცილებლად უნდა იყვნენ აცრილი, ეს არის ჩაწერილი სპეციალურ ნორმატიულ ბრძანებაში.
ზოგადად სავალდებულო იმუნიზაცია, ეს ბევრჯერ იყო ჩვენთანაც პარლამენტში განხილვის საგანი, როდესაც 2 წლის წინ წითელას ძლიერი ეპიდაფეთქება გვქონდა, მაშინ ასევე განიხილებოდა ეს საკითხი, ამიტომ დიდი ალბათობით, მით უმეტეს რადგან Covid-19-ის ვაქცინა ახალია, ის კანონმდებლობით სავალდებულო არ გახდება”, — განაცხადა გამყრელიძემ TV პირველთან.
მისივე თქმით, არის რიგი არაპირდაპირი მეთოდები, რომლებიც ადამიანებს აიძულებენ, რომ აიცრან.
“მაგალითად, ახლა ბევრმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა, არ გაყიდიან ბილეთებს, თუ ადამიანი ორჯერ არ არის აცრილი. ქვეყნები ტურისტულ საგზურებს არ გაყიდიან, თუ აცრილი არ არის ადამიანი. ამას მე არაპირდაპირი მანდატორიზმი ვუწოდე, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ აქტიურად. უფრო მეტად წამახალისებელ მანდატორიზმზე”, — აღნშინა გამყრელიძემ.
საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეები 25 მარტიდან ჩაერთვნენ.
მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ არ გამორცხავს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ახალ ჯგუფს — 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებსაც მისცენ