მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, 2016 წლიდან დღემდე, როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის წესით, ჯამში, მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონი, რომელმაც მიწის რეგისტრაცია მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადა, 2016 წლის 1 აგვისტოდან მოქმედებს. „გამარტივებულმა პროცედურებმა, სრულიად უფასო სარეგისტრაციო მომსახურებამ და მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ცნების გაფართოებამ, მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუადვილა მიწის რეგისტრაციის...
ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აქტიურად დავაკვირდებით და თუ საჭირო იქნება დამატებითი ზომა, ეს ნაბიჯებიც არ დააყოვნებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, დაფიქსირდა 171 ახალი შემთხვევა, თუმცა ეს შაბათ-კვირის ეფექტია. „ჩატარდა 15 ათასი ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ასევე შვიდ დღეში ორ პროცენტზე დაბალი რჩება, თუმცა გასული კვირის ბოლოს ვნახეთ შემთხვევების მატება 400-დან...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების დროებითი კომისიის სხდომაზე, დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციამ "თანხმობა" ზარდიაანთკარში სახლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოხატა ინტერესი და მინისტრს ამ საკითხის დროულად მოგვარების აუცილებლობაზე საკუთარი მოსაზრება გაუზიარა. შერიგების მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი უწყებისთვის პრობლემა ცნობილია და...
ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტოში 171 ადამიანი მუშაობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მუნიციპალური ორგანიზაციის ინფორმაციით, ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა შორის 120 მძღოლია 34 კი ტექნიკური სამსახურის, მონიტორინგის სამსახურის, ცხელი ხაზის და ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. შტატიანი კი ტრანსპორტის სააგენტოში 17 პირია. ინფორმაციისთვის, ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტო 2020 წლის ივლისში დაფუძნდა, წლის დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტიდან მის დასაფინანსებლად 100 000 ლარი გამოიყო. მიმდინარე წელს აღნიშნული ა(ა)იპ-ის სუბსიდირება 1 მლნ 600...
საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირების მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებულია. კონსტიტუციური პროექტი, რომელსაც ხელს 85 დეპუტატი აწერს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. კონსტიტუციურ პროექტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში იქნება ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხუთ-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი სამ პროცენტამდე მცირდება. ამასთან, კონსტიტუციური პროექტით ასევე იცვლება ფრაქციის დაკომპლექტების წესი. კერძოდ, პროექტით, 2024 წლამდე და 2024 წელს...
ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო, დამონტაჟდა ბორდიურები და ტროტუარები, სრულდება ასფალტის საფარის დაგება. ამასთან, გზის მიმდებარედ იწყება ახალი სკვერის მშენებლობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოს მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი. „ბათუმში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ძალიან მალე გაიხსნება მიმდებარე მონაკვეთი, წლის განმავლობაში დაგეგმილია ბაგრატიონის ქუჩის ბარცხანის ხიდის, გოგოლის ქუჩის რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია...
ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფერდისთვის პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებას გულისხმობს. „როგორც იცით, წინა კვირაში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩართული ექსპერტების რეკომენდაციით, მიღებულია გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელთა შორის, ერთ-ერთი იყო ის, რომ ამ ფერდს ბუნებრივი, პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნებოდა, რაც გულისხმობს, კონკრეტული კვლევების საფუძველზე,...
კონსტანტინე თავზარაშვილს უფლებამოსილება 7 თვეში ეწურება. მისი განცხადებით მიმდინარე წლის ოქტომბრამდე სურს ყველა იმ დაპირების შესრულება მოასწროს, რაც მან მერად არჩევამდე გასცა. კონსტანტინე თავზარაშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ამბობდა, რომ მისი მერობის პერიოდში გორის მუნიციპალიტეტში 25-მდე მსხვილი ინფრაქტრუქტურული პროექტი განხორციელდებოდა. თავზარაშვილის შეფასებით, პანდემიის მიუხედავად მისი დაპირებების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. "რაც დავპირდი გორელებს ვფიქრობ გეგმის მიხედვით მივყვები და ვასრულებ. არ მინდა ისე დავტოვო მერის თანამდებობა, რომ...
სოფელ ზანაქიძეებში დაზიანებული ხიდის სანაცვლოდ ახლის ასაშენებლად ხელვაჩაურის მერიამ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა. როგორც მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, ტენდერში გამარჯვებული სამუშაოებს მალე დაიწყებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  ტენდერის მიხედვით ახალი ხიდისთვის 121 ათასი 000 ლარი  დაიხარჯება.  ხიდი ადიდებულმა მდინარემ 6 თვის წინ დააზიანა. ამ დრომდე მოსახლეობა ალტერნატიული საცალფეხო ხიდით სარგებლობს. ტვირთს კი ზურგით ეზიდება.
ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტი: ქედის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - ადგილობრივი „კლიმატის ცვლილების ელჩები“. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. მონაწილეებს დაურიგდათ პლანშეტები და ისინი 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან ინტერნეტით. ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე დაგეგმილი აქტივობები მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში. პროექტის...
video
ჯუმბერ ვარდმანიძის უკანონო მშენებლობის საკითხზე, ბათუმის მერიამ, საქმისწარმოება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტავენ, რომ ხელვაჩაურის მერმა შესაბამისი სამშენებლო ნებართვა წარადგინა, ასევე,  გადაიხადა ჯარიმა, რის საფუძველზეც მისი ქონება „დაკანონდა“. დოკუმენტი მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა 23 თებერვალს გასცა, ანუ მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელეს უკანონო მშებელობა უკვე დასრულებული  ჰქონდა და სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. უქმნის თუ არა უხერხულობას...
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 32 საბავშვო ბაღის გახანგრძლივებული ჯგუფები დაიხურა. მიზეზად COVID-19- ის შემთხვევები სახელდება. ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ჯგუფებში სწავლა ეპიდსიტუაციის დასტაბილურებისთანავე აღდგება. სააღმზრდელო პროცესი შეაჩერა თელავის მე-3 საბავშვო ბაღმაც, სადაც კორონავირუსი ერთ-ერთ აღსაზრდელს დაუდასტურდა. ინფიცირების გამოვლენის გამო, აღნიშნული ბაღი მუშაობას 12 აპრილს განაახლებს. დღეს, კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მონაცემებით, კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა.
ქუთაისის გენგეგმა, რომელსაც ქალაქი 30 წელზე მეტია ელოდება, სპეციალისტებმა თბილისში განიხილეს. შეხვედრა "საქართველოს არქიტექტორთა კავშირის" ინიციატივით დედაქალაქში გაიმართა. განხილვას ქუთაისის მერიც ესწრებოდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.  "დაინტერესებული მხარეები თბილისში შევიკრიბეთ და განვიხილეთ გენერალური გეგმის ხედვის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება ბევრი ქუთაისელი ჩაერთოს ამ განხილვებში და მათ თავად გადაწყვიტონ, როგორი უნდა იყოს ქუთაისი მომდევნო 20 წლის...
გორის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამას 2021 წელსაც აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში ამხანაგობას შეუძლია სახურავის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოებისა და ეზოების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია. როგორც მერიაში ამბობენ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულების 90%. "გარდა პროექტის საერთო ღირებულების 90%-ისა, თვითმმართველობა აგრძელებს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების...
ახალციხეში ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის გამარჯვებულ კომპანისთან მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება 11 404 195 ლარზე გააფორმა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოებს ჩინური კომპანია “JIANGSU NANTONG SANJIAN CONSTRUCTION GROUP” (შპს სნთს.ჯბ) შეასრულებს და მშენებლობა წელიწად ნახევარში უნდა დაასრულოს. საცურაო აუზის მშენებლობის შესახებ, ახალციხის მერიამ საუბარი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. მას შემდეგ, საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველი...
დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, მათ შორისაა ქურდიანის ქუჩის N2-ში მოსასვენებელი სივრცის მოწყობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 700 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე დეკორატიული ფილები იგება და განათების სისტემა მონტაჟდება. ამის შემდეგ საპარკე ინვენტარი განთავსდება, პატარებისთვის მოეწყობა საბავშვო სივრცე სხვადასხვა სახის ატრაქციონით. „პროექტით გათვალისწინებულია რულონური ბალახის დაგება სარწყავი სისტემით, ტერიტორიაზე ხე-მცენარეებიც დაირგვება....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ