კონსტანტინე თავზარაშვილს უფლებამოსილება 7 თვეში ეწურება. მისი განცხადებით მიმდინარე წლის ოქტომბრამდე სურს ყველა იმ დაპირების შესრულება მოასწროს, რაც მან მერად არჩევამდე გასცა.
კონსტანტინე თავზარაშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ამბობდა, რომ მისი მერობის პერიოდში გორის მუნიციპალიტეტში 25-მდე მსხვილი ინფრაქტრუქტურული პროექტი განხორციელდებოდა.
თავზარაშვილის შეფასებით, პანდემიის მიუხედავად მისი დაპირებების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.
“რაც დავპირდი გორელებს ვფიქრობ გეგმის მიხედვით მივყვები და ვასრულებ. არ მინდა ისე დავტოვო მერის თანამდებობა, რომ რომელიმე დაპირება შეუსრულებელი დამრჩეს. სწორედ ამ მიზნით მოსახლეობაში დამატებით ვეცნობი სად რა საჭიროებებია და შეძლებისდაგვარად ოქტომბრამდე მსურს რომ არსებული პრობლემები შეძლებისდაგვარად მოვაგვარო”, – ამბობს გორის მერი.