გორის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამას 2021 წელსაც აგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროგრამის ფარგლებში ამხანაგობას შეუძლია სახურავის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოებისა და ეზოების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია. როგორც მერიაში ამბობენ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულების 90%.
“გარდა პროექტის საერთო ღირებულების 90%-ისა, თვითმმართველობა აგრძელებს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილის სრულად დაფარვასაც. თანადაფინანსების გაცემა მოხდება ამხანაგობის მიერ მერიაში შესაბამისი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში”, – ნათქვამია გორის მერიის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 2020 წელს პროგრამის ფარგლებში 32 პროექტი განხორცილდა. მათ დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 544 000 ლარი გამოიყო.