ხელვაჩაურის სოფელ ზანაქიძეებში ახალი ხიდი აშენდება

367

სოფელ ზანაქიძეებში დაზიანებული ხიდის სანაცვლოდ ახლის ასაშენებლად ხელვაჩაურის მერიამ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა. როგორც მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, ტენდერში გამარჯვებული სამუშაოებს მალე დაიწყებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

ტენდერის მიხედვით ახალი ხიდისთვის 121 ათასი 000 ლარი  დაიხარჯება.  ხიდი ადიდებულმა მდინარემ 6 თვის წინ დააზიანა.

ამ დრომდე მოსახლეობა ალტერნატიული საცალფეხო ხიდით სარგებლობს. ტვირთს კი ზურგით ეზიდება.