მინისტრი: გვსურს, რომ ზარდიაანთკარში საცხოვრებელი სახლების პრობლემა წელსვე მოგვარდეს

425

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების დროებითი კომისიის სხდომაზე, დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციამ “თანხმობა” ზარდიაანთკარში სახლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოხატა ინტერესი და მინისტრს ამ საკითხის დროულად მოგვარების აუცილებლობაზე საკუთარი მოსაზრება გაუზიარა.

შერიგების მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი უწყებისთვის პრობლემა ცნობილია და ისი მოგვარების გზებიც განხილულია.

“კომისიის მიერ, გასული წლის ოქტომბერში ადგილობრივ თვითმმართველობას დაევალა ზარდიაანთკარში საჭირო სამუშაოების შეფასება. ამ საკითხზე მსჯელობა დღის წესრიგში დგას და გვაქვს განწყობა რომ საცხოვრებელი სახლების პრობლემა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში წელსვე მოგვარდეს”, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.