ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო, დამონტაჟდა ბორდიურები და ტროტუარები, სრულდება ასფალტის საფარის დაგება. ამასთან, გზის მიმდებარედ იწყება ახალი სკვერის მშენებლობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოს მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.
„ბათუმში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ძალიან მალე გაიხსნება მიმდებარე მონაკვეთი, წლის განმავლობაში დაგეგმილია ბაგრატიონის ქუჩის ბარცხანის ხიდის, გოგოლის ქუჩის რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ბათუმელებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის და დარწმუნებული ვარ, ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კუთხით არაერთი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
ჯავახიშვილის ქუჩის კეთილმოწყობა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე სისტემა KFW-ის პროექტით იქნა მოწყობილი.