თელავის მუნიციპალიტეტში 32 საბავშვო ბაღის გახანგრძლივებული ჯგუფები დაიხურა

837

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 32 საბავშვო ბაღის გახანგრძლივებული ჯგუფები დაიხურა. მიზეზად COVID-19- ის შემთხვევები სახელდება. ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ჯგუფებში სწავლა ეპიდსიტუაციის დასტაბილურებისთანავე აღდგება.

სააღმზრდელო პროცესი შეაჩერა თელავის მე-3 საბავშვო ბაღმაც, სადაც კორონავირუსი ერთ-ერთ აღსაზრდელს დაუდასტურდა. ინფიცირების გამოვლენის გამო, აღნიშნული ბაღი მუშაობას 12 აპრილს განაახლებს.

დღეს, კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მონაცემებით, კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა.