ახალი პროექტი ქედაში შშმ პირებისთვის

553

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტი: ქედის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – ადგილობრივი „კლიმატის ცვლილების ელჩები“. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. მონაწილეებს დაურიგდათ პლანშეტები და ისინი 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან ინტერნეტით. ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე დაგეგმილი აქტივობები მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში.

პროექტის ძირითადი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარემოს დაცვის სფეროსა და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობაა.