ხელვაჩაურის მერის უკანონო მშენებლობა „დაკანონდა“

649

ჯუმბერ ვარდმანიძის უკანონო მშენებლობის საკითხზე, ბათუმის მერიამ, საქმისწარმოება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტავენ, რომ ხელვაჩაურის მერმა შესაბამისი სამშენებლო ნებართვა წარადგინა, ასევე,  გადაიხადა ჯარიმა, რის საფუძველზეც მისი ქონება „დაკანონდა“.

დოკუმენტი მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა 23 თებერვალს გასცა, ანუ მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელეს უკანონო მშებელობა უკვე დასრულებული  ჰქონდა და სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

უქმნის თუ არა უხერხულობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ეს ფაქტი? ვარდმანიძემ „მაცნეს“ კითხვები უპასუხოდ დატოვა. სატელევიზიო კომენტარის გაკეთება საჭიროდ, არც ბათუმის მერიაში ჩათვალეს.