თბილისის მერიის ცნობით, რობაქიძის გამზირზე ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. მათი განმარტებით, პროექტი დასკვნით ეტაპზეა და სამანქანო გზასა და ტროტუარებზე ასფალტის საფარი ჯამში, 3 600 კვ.მ ფართობზე იგება. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, სამუშაოების ფარგლებში, ასევე, შეიცვალა დაზიანებული ბორდიური. „დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა“ და დიდუბის რაიონის გამგეობის სპეციალისტების მეთვალყურეობით მიმდინარეობს. რობაქიძის გამზირზე ასფალტის მოწესრიგების პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე...
ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების აუქციონის წესით გაყიდვას იწყებს. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ პრეზენტაციაზე - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" - გახდა ცნობილი. როგორც გაირკვა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე 50 სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გამოაცხადებს აუქციონს. მთლიანობაში მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი, რომელიც აუქციონზე გავა, 706 ჰექტარია. როგორც ეკონიმიკის მინისტრმა თქვა, გასაყიდად გამოიტანენ 1 ჰექტრიანი ნაკვეთიდან დაწყებული, დამთავრებული...
წინა სტატია მარნეულის მერია ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრაძალვას გეგმავს. თვითდასაქმებულებს კუსტარულად მოწყობილი დახლები გაფრთხილების შესაბამისად, დღეს, 29 მარტს უნდა დაეშალათ, თუმცა ვაჭრობა, ფაქტობრივად, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და მუშაობას რამდენიმე მეტრის მოშორებით გააგრძელებენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.  როგორც რადიო მარნეულს, ადგილობრივ თვითმმართველობაში განუმარტეს, გარემოვაჭრეებთან დღეს კიდევ ერთხელ იყო მისული ზედამხედველობის სამსახური,...
კრწანისის რაიონში, მარნეულის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ახალი წყალარინების ქსელი და სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ასევე, გრუნტიანი გზის ნაცვლად, 12 000 კვ/მ-ზე ასფალტის საფარი დაიგო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს კი, ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემები მოუგვარდათ. კერძოდ, რეგულარულად მიეწოდებათ სასმელი წყალი, აღარ არის დატბორვის საშიშროება. ამასთან, თავისუფლად გადაადგილდებიან, როგორც ქვეითად მოსიარულეები, ასევე, მსუბუქი და სატვირთო მანქანები. გზის...
ქუთაისში ინფრასტრუქტურულ სამუშაოები გრძელდება. ქუთაისის მერიის ცნობით, ხორავას ქუჩაზე მთლიანად წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა - კეთდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, სანიაღვრეები. სამუშაოებისთვის 1 260 000 ლარია განსაზღვრული, შპს „ორიენტირი“ ასრულებს და ივლისში დამთავრდება. „ახალი სკვერი ეწყობა ნიკეას ქუჩაზე. სკვერის ტერიტორიაზე გაშენდება დეკორატიული ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, შესაბამისი განათების სისტემა, დაიდგმება ძელსკამები და მოწესრიგდება საპარკე ინფრასტრუქტურა. 235 000 ლარის...
კანონმდებლობით დაცული უფლებები, უფრო ადაპტირებული გარემო, ხელმისაწვდომი სერვისები, დაცული უფლებები პენიტენციურ დაწესებულებებში, იუსტიციის მინისტრმა შშმ პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა იმ ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“...
წინა სტატია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტის ბოლომდე 10 სახელმწიფო საწარმოს აუქციონის გამოცხადება იგეგმება, შემდგომ კი, წლის ბოლომდე ეტაპობრივად 50-მდე საწარმოს საპრივატიზაციოდ გამოტანაა დაგეგმილი. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.  საქმე ისაა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, სამთავრობო პროგრამა - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება. პროექტის მიხედვით, მთავრობა კერძო სექტორს, დაახლოებით, 300 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ ქონებას და აქტივებს შესთავაზებს. "ვიწყებთ...
ბათუმში საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ამ ეტაპისთვის 6 ადგილია შერჩეული, სადაც მანქანის გაჩერებისთვის მძღოლებმა საათობრივად უნდა გადაიხადონ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, უკვე დამონტაჯებულია აპარატები და შემუშავებულია გადახდის სისტემებიც. საათობრივი პარკირება კი, მისი თქმით, აპრილის დასაწყისში ამოქმედდება. სხვა დეტალების შესახებ მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საბოლოო სამუშაოები და დაზუსტებული ინფორმაცია რა შეღავათები ექნებათ  პარკირებაზე მიმდებარედ მცხოვრებლებს ან როგორი იქნება საათობრივი ფასი, მოგვიანებით გახდება...
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლე­ვან დავითაშვილი, ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ახალი სკვერის გახსნას დაესწრო. როგორც ლევ­ან დავითაშვილმა განაცხადა, ქალაქის უბნების გამწვანება ერთ - ერთი პრიორიტეტია. “მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის. დღესვე შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები დავსახეთ“, - განაცხადა ლევა­ნ დავითაშვილმა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სკვერში დამონტაჟდა ლედ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 აპრილის ჩათვლით, ქობულეთის შემოვლით, და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზებზე ზღუდარების მოწყობის სამუშაოების გამო, გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება. მათი განმარტებით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება. „იმერეთის და აჭარის რეგიონში საავტომობილო გზებზე არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ10-კმ13 და კმ31 მონაკვეთებზე,...
წინა სტატია მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 7 აპრილს, ჯანმრთელობის დაცვის საერათაშორისო დღეს, მარნეულში მომუშავე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისათვის კონცერტის გამართვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. მერიის მიერ ღონისძიების დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საკრებულოს წევრმა და ევროპული საქართველოს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ახმედ იმამკულიევმა გაავრცელა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, კონცერტის მომსახურეობის შესასყიდად გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმებაც გამოაქვეყნა. შეთანხმების...
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საგზაო დეპარტამენტს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისში ცენტრალურ ქუჩებზე სამუშაოები შეჩერებულია, რაც კომპანიებთან ხელისუფლების შეთანხმებულ მოქმედებებზე მიანიშნებს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თანხის ნაწილი წინასწარ დაურიცხეს, სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ კი დამატებით 900 000 ლარი დაერიცხა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა სხვა ქუჩებზეც მოქმედებს და მიტოვებული სამუშაოების გამო ქალაქში გადაადგილების...
ბათუმის საკრებულომ სატრანსპორტო კომპანიები ნოემბრის ბოლომდე სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გაათავისუფლა. მიზანი მგზავრობის ტარიფის შენარჩუნებაა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  ქალაქის ტერიტორიაზე 6 სატრანსპორტო კომპანია მუშაობს. მძღოლებს ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა უწევდათ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა 4 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც მოხმარდება აჭარის 316-ზე მეტ ოჯახს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. „გავითვალისწინებთ თითოეული სოფლის მცხოვრების ინტერესს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ადგილზე, წერტილოვნად განვახორციელოთ მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები. მინდა ვთხოვო განმახორციელებელ უწყებებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობები კონტრაქტორ კომპანიებთან“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარაში, 650-ზე მეტ სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. „პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით გვესმის, რომ უამრავ სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა გაუჭირდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დაფინანსდეს აჭარის განათლების სამინისტროში შესული ყველა განაცხადი და 650-ზე მეტ მოსწავლეს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის შშმ ოჯახებიდან სწავლა დავუფინანსოთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სახელმწიფო პროგრამის გაფართოებულ პრეზენტაციაზე - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", მთავრობის ეკონომიკურ ხედვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს მისი გუნდი საქართველოს ეკონომიკის განვითარების 10 წლიან გეგმას შეიმუშავებს და გაასაჯაროვებს. ღარიბაშვილმა გამოსვლისას ბიზნესისთვის ბარიერების შემსუბუქებაზე, დერეგულაციაზე, სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირებასა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება "პრო-ბიზნეს" ხელისუფლება იქნება. "მომავალი კვირიდან აქტიურად ვიწყებთ შეხვედრებს, სამუშაო ჯგუფების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ