რიჟვაძე: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 4 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა, რომელიც აჭარის 316-ზე მეტ ოჯახს მოხმარდება

576

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა 4 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც მოხმარდება აჭარის 316-ზე მეტ ოჯახს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„გავითვალისწინებთ თითოეული სოფლის მცხოვრების ინტერესს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ადგილზე, წერტილოვნად განვახორციელოთ მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები. მინდა ვთხოვო განმახორციელებელ უწყებებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობები კონტრაქტორ კომპანიებთან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.