ისნის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა

735

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლე­ვან დავითაშვილი, ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ახალი სკვერის გახსნას დაესწრო.

როგორც ლევ­ან დავითაშვილმა განაცხადა, ქალაქის უბნების გამწვანება ერთ – ერთი პრიორიტეტია.

“მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის. დღესვე შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები დავსახეთ“, – განაცხადა ლევა­ნ დავითაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სკვერში დამონტაჟდა ლედ განათების სისტემა, დასასვენებელი სკამები და მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე.