თბილისის მერიის ცნობით, რობაქიძის გამზირზე ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.
მათი განმარტებით, პროექტი დასკვნით ეტაპზეა და სამანქანო გზასა და ტროტუარებზე ასფალტის საფარი ჯამში, 3 600 კვ.მ ფართობზე იგება.
როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, სამუშაოების ფარგლებში, ასევე, შეიცვალა დაზიანებული ბორდიური.
„დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა“ და დიდუბის რაიონის გამგეობის სპეციალისტების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
რობაქიძის გამზირზე ასფალტის მოწესრიგების პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, გამგებლის მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.