ბათუმში საათობრივი პარკირება ამოქმედდება

680

ბათუმში საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ამ ეტაპისთვის 6 ადგილია შერჩეული, სადაც მანქანის გაჩერებისთვის მძღოლებმა საათობრივად უნდა გადაიხადონ.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, უკვე დამონტაჯებულია აპარატები და შემუშავებულია გადახდის სისტემებიც. საათობრივი პარკირება კი, მისი თქმით, აპრილის დასაწყისში ამოქმედდება.

სხვა დეტალების შესახებ მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საბოლოო სამუშაოები და დაზუსტებული ინფორმაცია რა შეღავათები ექნებათ  პარკირებაზე მიმდებარედ მცხოვრებლებს ან როგორი იქნება საათობრივი ფასი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.