ბათუმის საკრებულომ სატრანსპორტო კომპანიები მოსაკრებლის გადახდისგან გაათავისუფლა

705

ბათუმის საკრებულომ სატრანსპორტო კომპანიები ნოემბრის ბოლომდე სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გაათავისუფლა. მიზანი მგზავრობის ტარიფის შენარჩუნებაა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

ქალაქის ტერიტორიაზე 6 სატრანსპორტო კომპანია მუშაობს. მძღოლებს ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა უწევდათ.