აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროსა და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა. "დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლება, გაცნობოთ, რომ საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ თემში მერის წარმომადგენლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს. ტბასა და ტაბაწყურში ძველი თანამშრომლების პოზიციაზე ახლები დაინიშნენ, ამ დრომდე ვაკანტურია თანამდებობა ბაკურიანის თემში. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. დაბა ბაკურიანის წარმომადგენელი, გოჩა გობრონიძე ერთ–ერთია, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. „მიზეზი პირადული იყო, ოჯახური პირობებიდან გამომდინარე მომიწია წამოსვლა. მე თვითონ ვთხოვე ხელმძღვანელობას, რადგან შვებულება უკვე გამოყენებული მქონდა და არ გამოდიოდა სხვანაირად....
ზოგადი განათლების შესახებ კანონში” ცვლილება, რომელიც ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. როგორც პარლამენტის დეპუტატმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ლადო კახაძემ განაცხადა, ამ ცვლილებას ნახევარი მილიონი ბავშვი ელოდება. „ექიმის იქ (სკოლებში) ყოფნა დამატებითი ბერკეტი იქნება მოსწავლეებზე მზრუნველობის გასაზრდელად. 2021 წლის 15 სექტემბრიდან, იმ სკოლებში, სადაც უკვე 1000-ზე მეტი მოსწავლე ისწავლის სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფილი...
სიღნაღის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 4 გარდამავალი პროექტი მიმდინარეობს. ყველა მათგანი 2020 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. ეს პროექტებია: სოფელ ანაგაში „მთავარანგელოზის“ ხევის გაწმენდა და ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა; სოფელ ნუკრიანში „ჭოტორის“ უბნის გზის რეაბილიტაცია; სიღნაღი-წნორის გზიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; სოფელ ძვ. ანაგაში შიდა საუბნო გზების მოასფალტება; ამ ეტაპზე „ჭოტორში“ სამუშაოები დროებით შეჩერებულია, რადგან უახლოეს ხანში წყალსადენი ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის  განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ არადა დაგვჭირდება ისევ შეზღუდვების დაწესება. „წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა - ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, "აჭარა ტექსტილშიც" გვაქვს მატება, იქ სადაც 1 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის ჯგუფს დაემატება 55 წლის ზემოთ ადამიანები, კერძოდ ეს ასაკობრივი ჯგუფიც შეძლებს დარეგისტრირდეს კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად. ამაზე მან ვაქცინაციის საბჭოს შემდეგ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "ეს გამოწვეულია იქედან, რომ დავაკვირდით, რამდენად დიდია ინტერესი და რამდენად კარგია აქტივობა 65 წელს ზემოთ ადამიანებში. ასევე, დიდი მოთხოვნა იყო 55 წელს ზემოთ ჯგუფში", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მინისტრის განცხადებითვე, ვაქცინა...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის კორონავირუსის ვაქცინის 181 დოზა არის დაკარგული. დანაკარგის მინიმუმამდე შემცირებისთვის კი ჯარისა და პოლიციის ჩართულობით სათადარიგო სია შეიქმნება. მინისტრს არ განუმარტავს, რა ვითარებაში "დაიკარგა" ვაქცინა. რამდენიმე დღის წინ მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ სანამ ვაქცინის რიგში შესაბამისი რაოდენობის ადამიანები არ იქნებიან, ვაქცინის ფლაკონი არ გაიხსნება, რაც დანაკარგების შემცირებასთან იყო კავშირში. Pfizer-ის ერთი ფლაკონით...
ახმეტის მერიის ცნობით, მიუსაფარი ძაღლების პრობლემა დიდი ხანია დგას მუნიციპალიტეტში. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის ინიციატივით უახლოეს დღეებში დაიგეგმება "დოგი დოკ”-ის მოძრავი კლინიკის ვიზიტი ახმეტაში და მიუსაფარი ძაღლების იზოლირება, უმტკივნეულო მეთოდით ბადის საშუალებებით განხორციელდება, მოხდება ვაქცინაცია, სტერილიზაცია და თითოეულის იდენტიფიკაცია - დანომრილი საჭდის ყურზე დამაგრებით. "ყველა საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ ცხოველები აყვანის ადგილს დაუბრუნდებიან. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ვაქცინირებული ძაღლები კი საშიშროებას...
კახეთის რეგიონში 8 მუნიციპალიტეტის ჩართულობით, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის რეგიონული ინტერმუნიციპალური სააგენტო შეიქმნება. სააგენტოს შექმნის შესახებ საკითხი მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა განიხილეს და მერიებს თანხმობა მისცეს. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ძირითადი მიზანი უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა იქნება. შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიუსაფარ ცხოველთა რეგიონული თავშესაფარის მშენებლობა უკვე დასრულდა, რომელიც კახეთის რვა მუნიციპალიტეტს მოემსახურება. მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა. თავშესაფრის საქმიანობის...
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალაქ წნორიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 649 241 ლარია, რომლის ფარგლებშიც 1456 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის საფარი დაიგება. ამ დროისთვის წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელ გზაზე ასფალტო-ბეტონის პირველი ფენა დაიგო და მეორე ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში დასასვენებელი სკვერი გააკეთეს. გორის მერიამ ამისთვის 15 200 ლარი დახარჯა. სამუშაოები 2020 წლის 2 დეკემბერს დაიწყო და ახალ წლამდე, 31 დეკემბრამდე უნდა დამთავრებულიყო, თუმცა კომპანია "ზუკა მშენის'' დირექტორმა მუშაობა დროულად ვერ დაასრულა და ვადის გადაწევა 2-ჯერ მოითხოვა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. გორის მერიის ზედამხევდელობის სამსახურის უფროსის, ზვიად ანესაშვილის ცნობით, დეკემბრის თვეში არსებულმა დაბალმა...
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 1180კვ.მ მიწა თავდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაეცა. ასევე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესი. საკრებულოს გადაწყვეტილებით, სიმბოლურად, ერთი ლარით განისაზღვრა 2021 წლის 01 მარტიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისათვის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი. გადაწყვეტილება პანდემიის პირობებში, მგზავრთა გადამყვანი კომპანიების ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე დასრულდება. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება: ძირითად ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე -15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ ჯიგრაშენის და განძის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 38 950 ლარის გამოყოფას გეგმავს. ტენდერების სავარაუდო ღირებულება, ჯიგრაშენის ბაღისთვის 32 800 და განძას ბაღისთვის — 6 150 ლარია, — ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. ამის შესახებ toktv.ge წერს. აღნიშნული სამუშაოებისთვის განცხადების შეტანა შესაძლებელია  4-დან 7 აპრილამდე. ხოლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 კვირაში უნდა დასრულდეს, არაუგვიანეს 20 აგვისტოსა. კიდევ...
ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საბჭო იმ დამატებით ჯგუფს განსაზღვრავს, რომელსაც ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლება. ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას მინისტრი ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა. 25 მარტს კი საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო. აცრა შეძლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და...
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში მდინარე ლეხურაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. წყალუხვობის გამო, მდინარე ერთ-ერთ უბანს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ტექნიკა გაგზავნა. ტრაქტორით იმ ადგილის ჩახერგვას ცდილობენ, საიდანაც ლეხურამ, შესაძლოა, მიმართულება შეიცვალოს. 24 მარტის შემდეგ, უხვმა ნალექმა და თოვლმა, განსაკუთრებით, კავკასიონის ქედიდან ჩამომავალი მდინარეების ადიდება გამოიწვია. ლიახვის, ფრონესა და ლეხურას ადიდების შედეგად,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ